ერთი Tik-ით შევსებული კორტები, ზარების გარეშე!

Tik.ge დაგეხმარება გაიგო ვინაა შენი მომხმარებელი, რა იზიდავს და როგორ დააბრუნო ისინი შენთან მუდმივად

დაჯავშნე დემო

მართეთ მოედნები მარტივად

ჯავშნების კალენდარი

თვალი ადევნეთ ჯავშნებს თქვენს მოედნებზე დღის ან კვირის ჭრილში

რეგულარული ჯავშნები

შექმენით ჯავშნების განრიგი თქვენი მუდმივი მომხმარებლებისთვის

ნოტიფიკაციები

არ გამოტოვოთ ინფორმაცია ახალ ჯავშნებსა და სხვა ღონისძიებებზე

რეპორტები

მიიღეთ სრულყოფილი ინფორმაცია ჯავშნებისა და გადახდების სტატისტიკაზე

მომხმარებლის აპლიკაცია

გაუადვილეთ თქვენს მომხმარებლებს თავისუფალი დროის მოძებნა, მოედნის დაჯავშნა და თანხის წინასწარ გადახდა

booking calendar preview recurring bookings preview notifications preview reports preview customer app preview

ვინ ვართ ჩვენ

ვინ ვართ ჩვენ

Tik.ge-ის უკან დგას გუნდი, რომელიც შედგება გამოცდილი პროფესიონალებისგან, ვისთვისაც სპორტი უბრალოდ ჰობი არ არის. ჩვენ ერთდროულად ვართ Tik.ge-ის შემქმნელებიც და პოტენციური მომხმარებლებიც და გვაქვს ორმაგი მოტივაცია შევქმნათ პროდუქტი, რომელიც არის მოსახერხებელი, მარტივი და საიმედო.

ჩვენ გვსურს ვიყოთ თქვენი პარტნიორები, რომლებიც მზად არიან, მოგისმინონ და თქვენთან ერთად შექმნან საუკეთესო პროდუქტი მოედნების სამართავად.

დაჯავშნე დემო

კითხვები გაგიჩნდათ?
ჩვენ გიპასუხებთ

ჩვენ არ ვართ უბრალოდ პროგრამის მომწოდებელი, ჩვენ ვართ თქვენი ტექნოლოგიური პარტნიორი. Tik.ge იქმნება ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით. ჩვენ ვქმნით მოქნილ სისტემას, რომელიც თქვენს ბიზნესთან ერთად გაიზრდება.

Tik.ge-ს ფუნქციონალი მუდმივად ემატება და იხვეწება. ამ ეტაპზე სისტემაში შეგიძლიათ მოედნების, ფასებისა და ჯავშნის კალენდრის მართვა. მალე კი დაგვემატება მომხმარებლის აპლიკაცია, საიდანაც თქვენი კლუბის მოთამაშეები შეძლებენ ჯავშნების შექმნას და თანხის წინასწარ გადახდას.

ჩვენი პლატფორმა შემოსავლის ზრდას რამდენიმე გზით უწყობს ხელს:

  • 24/7 ონლაინ ჯავშნების ფუნქცია თქვენს კლუბს მუდმივად „ღიას“ ხდის კლიენტებისთვის, რაც ზრდის ნაკლებად დატვირთული დროის ათვისების შანსს.
  • წინასწარი, ონლაინ გადახდები და Tik.ge-ის შეხსენებების ფუნქციონალი მოთამაშეების გამოუცხადებლობის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
  • ნაკლები დრო ადმინისტრაციაზე ნიშნავს მეტ დროს მარკეტინგზე, კლიენტებთან ურთიერთობასა და ბიზნესის განვითარებაზე.
  • ჩვენი სამომავლო ფუნქციონალები, როგორიცაა ტურნირებისა და მწვრთნელების მოდულები გაგიმარტივებთ ახალი, მომგებიანი სერვისების შეთავაზებას თქვენი მოთამაშეებისთვის.

ჩვენი მიზანია, პროცესი თქვენთვის მაქსიმალურად მარტივი იყოს. საწყის ეტაპზე ჩვენ დაგეხმარებით არსებული განრიგისა და ფასების Tik.ge-ზე განთავსებაში. ჩვენი სისტემა ინტუიციურია და არ მოითხოვს ტექნიკურ ცოდნას. გარდა ამისა, ჩვენ პირადად ჩავატარებთ ტრენინგს თქვენი ყველა თანამშრომლისთვის და უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერას ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში

ჩვენი გუნდი შედგება პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან. ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე, საიმედო ტექნოლოგიებს და უსაფრთხოებას უმაღლეს პრიორიტეტს ვანიჭებთ. როგორც ჩვენს პარტნიორს თქვენ ყოველთვის გექნებათ პირდაპირი კავშირი ჩვენს გუნდთან. ჩვენი წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული თქვენს კმაყოფილებაზე.

დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს

გაქვთ შეკითხვები? გსურთ, განვიხილოთ, როგორ შეუძლია Tik.ge-ს დაეხმაროს თქვენს სპორტულ კლუბს? ჩვენი გუნდი მზად არის, დაგეხმაროთ. დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემულ ტელეფონსა და ელ.ფოსტაზე და ჩვენი წარმომადგენელი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ.

დაგვიკავშირდით დემოსთვის