1. ზოგადი დებულებები
შპს „ტიკ ჯი“ (შემდგომში „კომპანია“, „ჩვენ“) პატივს სცემს თქვენს კონფიდენციალობას და ვალდებულებას იღებს, დაიცვას თქვენი პერსონალური მონაცემები. წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა (შემდგომში „პოლიტიკა“) განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვიცავთ თქვენს მონაცემებს ჩვენი აპლიკაციითა და ვებგვერდით სარგებლობისას.
წინამდებარე პოლიტიკა შემუშავებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი
- კომპანიის სახელწოდება: შპს ტიკ ჯი (ს/კ: 405766390)
- მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ბზის ქუჩა, N1, ბინა N1
- ელ. ფოსტა: contact@tik.ge
3. რა ინფორმაციას ვაგროვებთ?
ჩვენ ვაგროვებთ შემდეგი ტიპის მონაცემებს:
- საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი (არააუცილებელი), ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი. ეს ინფორმაცია აუცილებელია რეგისტრაციისა და სერვისის მისაღებად.
- ტექნიკური და მოწყობილობის მონაცემები: მოწყობილობის მოდელი, ოპერაციული სისტემის ვერსია და პროგრამული ხარვეზების ჩანაწერები („ქრეშ ლოგები“). ამ მონაცემებს ვაგროვებთ აპლიკაციის ტექნიკური გამართულობისა და უსაფრთხოების მიზნით.
- „მზა ფაილები“ (Cookies) და ავტორიზაციის ტექნოლოგიები: ჩვენი პლატფორმა იყენებს მხოლოდ მკაცრად აუცილებელ „ქუქი-ფაილებსა“ და მსგავს ტექნოლოგიებს (მაგ. Session Tokens), რომლებიც სავალდებულოა მომხმარებლის სისტემაში შესვლისთვის (Log in), სესიის შესანარჩუნებლად და უსაფრთხოებისთვის. ჩვენ არ ვიყენებთ სარეკლამო ან საანალიზო ქუქი-ფაილებს მომხმარებელთა ქცევაზე თვალყურის სადევნებლად.
- ფინანსური მონაცემები: ჩვენ არ ვინახავთ თქვენს საბანკო ბარათის მონაცემებს. გადახდები ხორციელდება პარტნიორი პროვაიდერის — Flitt-ის (შპს თიფეი; 402291220) მეშვეობით.
4. მონაცემთა დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძველი
თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ შემდეგი მიზნებისთვის:
- მომსახურების გაწევა (ხელშეკრულების შესრულება): ჯავშნის გაფორმება, სერვისის პროვაიდერთან/ობიექტთან დაკავშირება და ანგარიშსწორება.
- სერვისის გაუმჯობესება (ლეგიტიმური ინტერესი): აპლიკაციის ხარვეზების აღმოფხვრა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება.
- მარკეტინგი (თანხმობა): სიახლეებისა და შეთავაზებების გამოგზავნა (მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობის შემთხვევაში).
5. მონაცემთა გაზიარება მესამე პირებთან
ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი მონაცემები შემდეგ მხარეებს:
- სერვისის პროვაიდერები/ობიექტები: ჯავშნის/სერვისის უზრუნველსაყოფად, სერვისის პროვაიდერებს/ობიექტებს გადაეცემა თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტა.
- გადახდის პროვაიდერი (Flitt): ფინანსური ტრანზაქციის განსახორციელებლად.
- ჰოსტინგ პროვაიდერები: კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი სერვერების განთავსებას (Cloud Hosting), მონაცემთა დაცულობას და შენახვას.
6. არასრულწლოვანთა მონაცემები
ჩვენი სერვისი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის პირებისთვის. ჩვენ არ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს 18 წლამდე პირებისგან მიზანმიმართულად. თუ აღმოვაჩენთ, რომ მომხმარებელი არ აკმაყოფილებს ასაკობრივ ზღვარს, მისი ანგარიში გაუქმდება.
7. მონაცემთა შენახვის ვადა
თქვენს მონაცემებს ვინახავთ მანამ, სანამ გაქვთ აქტიური ანგარიში ჩვენს პლატფორმაზე, ან იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.
8. თქვენი უფლებები
მონაცემთა წაშლის, შესწორების ან ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, გთხოვთ, მოგვწეროთ: contact@tik.ge.
9. ცვლილებები პოლიტიკაში
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს განვაახლოთ ეს პოლიტიკა. ცვლილებების შესახებ გეცნობებათ აპლიკაციის ან ელ. ფოსტის მეშვეობით.
↑ ზემოთ დაბრუნება